სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში

2019-05-26 14:15:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში,  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან დაიწყო.

ზუგდიდში მასშტაბურ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი საქართველოს კონცეფციით მართავს.  დამთვალიერებელს საშუალება აქვს დამოუკიდებლობის დღეს, თვალი გადაავლოს ერთიანი და დამოუკიდებელი  საქართველოს ისტორიას და  ღონისძიების მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა ფარგლებში კიდევ ერთხელ გაეცნოს იმ გმირებს, რომლებმაც  ერთიანი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილია   სპეციალურად მოწყობილი  საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც წარმოდგენილია  მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ.

ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდა სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილია დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ  სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მთავარ მოედანზე  ერთიანი საქართველოს თემაზე კიდევ ერთი პავილიონი განთავსდა- აუდიო სტენდი, სადაც სტუმრები ქართველ პოეტებს, კინო მუსიკას, დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს, ხალხურ მუსიკას  და 1918 წლის 26 მაისის შესახებ დოკუმენტურ  მასალებს ყურსასმენების საშუალებით ეცნობიან.

,,გააერთიანე საქართველო“- ამ სახელწოდებით მოედანზე სტრატეგიული თამაში ტარდება, რომლებშიც წინასწარ დარეგისტრირებული სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები კი მაყურებელს ერთიანი საქართველოს პერფორმანსს წარუდგენენ.

ღონისძიებებია დაგეგმილი ბავშვებისთვისაც. სპეციალური სივრცე დაეთმო კამპანია ,,მეტისიცოხლისთვის“  ფარგლებში  საბავშვო ზონას, სადაც მათ საგზაო მოძრაობის წესების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. ტერიტორიაზე განთავსებულია  საცოცი კედელი, სადაც მეხანძრე -მაშველი ბავშვებს საჭირო რჩევებს მისცემენ.

17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა,  მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიან საზეიმო აღნიშვნას ზუგდიდიც შეუერთდება. კულმინაციის შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გალა კონცერტი დაიწყება რომელშიც მონაწილეობას  მიიღებენ მუსიკალური ჯგუფი რეზო და ბავშვები, ნიკოლშოუ, ელენე ფოჩხუა, ჯგუფი ვაკის პარკი და ნათია თოდუა.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწვევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო