სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქართველი ლოტბარი და ფოლკლორისტი პოლიკარპე ხუბულავა ჯიხაშკარში დაკრძალეს

2015-01-06 19:04:00

ცნობილი ქართველი ლოტბარი და ფოლკლორისტი, პოლიკარპე ხუბულავა 6 დეკემბერს, მშობლიურ სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალეს. დღის განმავლობაში მისი ნეშტი ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და საზოგადოებას საშუალება ჰქონდა პატივი მიეგო უხუცესი შემსრულებლის ხსოვნისათვის. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. პოლიკარპე ხუბულავას პანაშვიდს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის დირექტორი თამაზ ანდღულაძე და ცნობილი შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი ესწრებოდნენ. დაკრძალვის ხარჯები ქალაქ ზუგდიდის მერიამ და მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაფარა.
ზუგდიდში, 4 დეკემბერს, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი- „ოდიშის“ შენობის წინ, ცნობილი ლოტბარისა და შემსრულებლის, პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე კი, „ოდიშის“ სცენაზე მომღერლის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული ჯგუფები ენაცვლებოდნენ. მსმენელისთვის სიმღერები შეასრულა თავად იუბილარმაც. საღამოს მიმდინარეობისას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ცნობილ ლოტბარს ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის სპეციალური ჯილდო, „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. საიუბილეო საღამოს მინისტრთან ერთად ფოლკლორის სახლმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საიუბილეო საღამო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი- „ოდიშის“ ორგანიზებით გაიმართა. ცენტრის ინფორმაციით, უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ოდოია“, რომელსაც პოლიკარპე ხუბულავა ხელმძღვანელობდა, 1973 წელს შეიქმნა. „პოლიკარპე ხუბულავას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, თუმცა დიდად გამოცდილი იყო გუნდების ხელმძღვანელობაში. იგი სათავეში ედგა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონების მრავალ გუნდს და ბოლო დრომდე ბევრი თბილისური ფოლკლორული ანსამბლის კონსულტანტი იყო. ანსამბლი მონაწილეობდა ფოლკლორულ ფესტივალებსა და კონცერტებში.მას არაერთხელ უმოგზაურია საკონცერტო ტურნეთი უცხოეთში, კერძოდ-ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, იაპონიაში.
დაჯილდოებულია მედლებითა და სიგელებით. სიმღერები ჩაწერილია რადიოს ფონდსა და ტელეარქივში. გამოცემული აქვთ გრამფირფიტა (ფირმა მელოდია), ხოლო 2004 წელს სამი კომპაქტდისკისაგან შემდგარი ალბომი- ”შევისწავლოთქართული ხალხური სიმღერა” - ოცდაათი მეგრული სიმღერა ანსამბლ ”ოდოიას” შესრულებით. პოლიკარპე ხუბულავა მიწვეული იყო საფრანგეთში და ქართული სიმღერის მასტერკლასები ჩაატარა ანსამბლ ”მარანთან”. 2004-2005 წლებში ზუგდიდში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ლოტბართა სკოლას. პოლიკარპე ხუბულავა შეყვანილი იყო საქართველოს ხანდაზმულთა ანსამბლის შემადგენლობაში.“

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო