ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილედ კახაბერ რუსია დაინიშნა.
2015-01-06 17:38:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილედ კახაბერ რუსია დაინიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება რეგიონის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ 5 იანვარს გამოსცა. სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე კახაბერ რუსია ჟურნალისტებს რწმუნებული-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კობა ქანთარიამ წარუდგინა. კახაბერ რუსია მომავალი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად რეგიონში ინვესტიციების განხორციელებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მიიჩნევს.