ახალი ამბები
ზუგდიდში ოთხი სოფელის გაზიფიცირება მოხდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, სოფელ ოქტომბერში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოქტომბერის, ჩხორიის,დიდინეძის კახათის და დავითიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირება მოხდება. ჩამოთვლილი სოფლებიდან ოქტომბერში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დაიწყო. განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის სარგებლობის შესაძლებლობა სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ 427 ოჯახს მიეცემა. მუნიციპალიტეტში ოთხივე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით დამატებით 1 085 აბონენტი ისარგებლებს. სამუშაოები 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება.