ახალი ამბები
ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდში განახლებული ნიკოსეული სასახლე დაათვალიერეს.
უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის - ნიკო დადიანის სასახლეს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა.
შენობის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.
ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს. სასახლეში ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლებიც ივლისის ბოლოს დასრულდება.