ახალი ამბები
ანაკლიაში მასწავლებელთა ორდღიანი კონფერენცია დაიწყო
2019-05-05 10:07:00

ანაკლიაში, სასტუმრო Palm Beach“ -ში საჯარო სკოლის მასწავლებელთა ორდღიანი კონფერენცია დაიწყო. კონფერენციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა აუდიტორიაში წამოჭრილ ერთ-ერთ საკითხს, ზუგდიდში მასწავლებლის სახლის არსებობის საჭიროებას მხარი დაუჭირა და დამსწრეებს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეგიდითა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ტარდება.