ახალი ამბები
ზუგდიდში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
2019-05-03 22:04:00

ზუგდიდმა კიგბოქსინგში საერთაშორისო ტურნირს ,,კოლხეთის თასი“ რიგით 10-ე ღონისძიებას უმასპინძლა. ყინულის სახლში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, ქართველებთან ერთად, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კოლხეთის საერთაშორისო ქამარზე ბრძოლებიორ წონით კატეგორიაში 72 და 78 კილოში გაიმართა. საერთაშორისო ტურნირს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ცნობილი ქართველი ფალავანი გურამ საღრაძე , მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონი დავით ქირია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ღონისძიებაზე გურამ საღრაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.