ახალი ამბები
ფორუმი „მეწარმეობა სოციალური ცვლილებებისთვის''

ზუგდიდის ტექნოპარკში მეწარმეობის ფორუმი „მეწარმეობა სოციალური ცვლილებებისთვის" გაიმართა. ფორუმის მიზანია, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია, განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას სამეგრელო ზემმო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია , Action Against Hunger რეგიონული დირექტოი მარსელა მაქსფილდი, პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი, მეწარმეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შევედრის პარალელურად, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.