ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა
2019-04-23 14:22:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია უძღვებოდა.
სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაცია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე იასონ შეროზიამ გამართა.