ახალი ამბები
,,ჩელას“ 50 წლის საიუბილეო საღამო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელას" 50 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. სადაც, ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის წევრების, ძმების, ლერი, ჯემალ და თამაზ მოსიების ვარსკვლავი გაიხსნა. „დღეს ჩვენთვის ორმაგად განსაკუთრებული დღეა, ძმები მოსიების ვარსკვლავის გახსნა და ანსამბლი "ჩელა" 50 წლის საიუბულეიო საღამო. ანსამბლ „ჩელას“ განსკუთრებული წვლილი მიუძღვის არა მარტო ჩვენი ქალაქის , არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. “ჩელა“ არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც ასახელებს ჩვენს ქვეყანას.ქართული ცეკვა,ქორეოგრაფია და სიმღერა არის მსოფლიო კულტურის ფონდის ნაწილი და სწორედ ამ ფონდის ნაწილია ანსამბლი „ჩელა“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. საიუბილეო საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფოლკლორის ცენტრისა და ქორეოგრაფთა კავშირის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ალექსანდრე მოწერელიამ თამაზ მოსიას და რომეო ბულიას საჩუქრები გადასცა.