ახალი ამბები
ლია-პალურის გზის რეაბილიტაცია სრულდება
2019-03-19 11:49:00

ლია-პალური 6 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამჟამად ეზოებში შესასვლელების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა. ლია-პალურის დამაკავშირებელი გზა ამორტიზებული იყო და სამანქანო გადაადგილებას აფერხებდა. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე სისტემა.