ახალი ამბები
შეხვედრა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილესთან კობა ქანთარიასთან და ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად, სპეციალურად დაკომპლექტებულ ჯგუფებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და დაგემილი ღონისძიებების ძირითად პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: • აქტიური საინფორმაციო კამპანია - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; • მონიტორინგი - აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა; • აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები - მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; • სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები - საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა. საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია, ასევე მავნებელთან ბრძოლის ახალი სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს გაატარებს. გასვლითი შეხვედრები საკარმიდამო ტერიტორიებზე 22 მარტიდან დაიწყება. ფიტოსანიტრების და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, სადაც შეისწავლიან მავნებლის რაოდენობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც სამეგრელოს ათივე მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებსბის შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი სამეგრელოს რეგიონში გეგმავს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ სამუშო შეხვედრებს მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლრბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.