სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში 720 დევნილი ოჯახისთვის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

2019-04-02 18:45:00

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს ადილზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნენ. 720 ბინიდან, 360 ოჯახისთვის ბინების მშენებლობა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება დანარჩენი 360 ბინის მშენებლობა კი 2021 წელის იანვარში მორჩება. სულ კორპუსებში შენდება 144 ერთ ერთოთახიანი, 144 ოროთახიანი, 144 სტუდიოს ტიპის ოროთახიანი, და 288 სტუდიოს ტიპის სამოთახიანი ბინები. ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის 45 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა გადაეცა 867 დევნილ ოჯახს. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 459 დევნილ ოჯახს. (პროგრამა „სოფლად სახლი“ )

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო