სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მთავრობის 2 წლის და გუბერნატორის 1 წლის მუშაობის ანგარიშების პრეზენტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში

2014-12-23 16:17:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერ კვარაცხელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ორი წლისა და რეგიონში რწმუნებული-გუბერნატორის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს 23 დეკემბერს წარუდგინეს.
მხარის რწმუნებული-გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ორი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ შეადგინა 397 მილიონი ლარი. განხორციელდა 956 ინფრასტრუქტურული პროექტი, დასაქმდა 5 000 მეტი ადგილობრივი მცხოვრები. 2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე დაიხარჯა 104 მილიონ 700 ათასი ლარი. 120 ქუჩაზე განხორციელდა გზის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები. ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 150 ათასი კაცი. გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დასაქმებული იყო 2000 ადგილობრივი მცხოვრები. გარდა ამისა, 2012 წლიდან, რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა ჯამში 14 მილიონ 300 ათასი ლარის ღირებულების 2 564 პროექტი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო