სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მინისტრი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნო

2019-04-07 17:59:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. მოისმინეს ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ და სპეციალური ტექნიკა დაათვარიერეს. მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტროინგს ახორციელებენ. შეწავლითი სამუშაოები, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო წელსაც მასშტაბური ღონისძიებების განახორციელებს, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან და მოსახლეობასთან. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითადი მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი - გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები-მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები- მიზნად ისახავს, საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანიობის დადგენას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით თხილის კულტურაში, სახელმწიფო, ტექნიკური საშუალებებს გადასცემს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას; სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციებს პრეპარატების, მათ შორის ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების შესახებ; მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა ღონისძიებების განხორციელების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები. ღონისძიებების განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს სპეციალური სამთავრობო კომისია. 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონ ლარია გამოყოფილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო