სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია

2019-04-06 17:54:00

ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი ,,ქართუ“ ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და ფონდი ,,ქართუ“-ს დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი გაეცნენ. ,,ზვიად გამსახურდიას სახლის რეაბილიტაცია, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბატონი ზვიადის პატივისცემა თითოეული მოქალაქის ვალია. ხიბულა, ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ჩვენს რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება“-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ. ხიბულაში სკვერის მოწყობა, ტაძრის მშენებლობა და გაზიფიცირების, წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოგვარება მოხდება. ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გასული წლის შემოდგომაზე, პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45
6
78910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო