ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულმა აზა ადამიას საფლავს პატივი მიაგო
2019-04-09 17:48:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ, მარტვილში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპული აზა ადამიას საფლავი და პატივი მიაგეს დაღუპულთა სულებს. აზა ადამია 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს მოკლეს. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ადამია მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სულებს,მუნიციპალიტეტებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები. #მადლობათავისუფლებისთვის