ახალი ამბები
შეხვედრა მერიაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან მალხაზ თორიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ების, შპს-ების მერიის ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის, ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის და დასუფთავების კუთხით ქალაქში მოსაგვარებელ საკითხებზე და აღნიშნა, რომ პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის მაქსიმალური და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.
,,ზუგდიდში წელს განხორციელდება ძალიან ბევრი, მოქალაქეებისთვის საჭირო პროექტი. ქალაქში, გზებზე არის სავალალო მდგომარეობა და მთავრობის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე მოხდება 10 ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ასევე რუხი-რიყე-ტყაიას 10 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, ამავდროულად მოხდება პარკების და შიდა ეზოების მოწყობა, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტი. წელს ანაკლიაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება, მთლიანად განახლდება ბულვარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამფითეატრს, კაფე-რესტორანს, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ უნდა მოვაგვაროთ სხვა პრობლემები, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს და განვახორციელოთ ახალი პროექტები“ - განაცხადა შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ალექსანდრე მოწერელიამ, აგრონომებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად განსახორციელებელ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება.