სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში

2014-05-29 22:18:00

2014-2021 წლებისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში,  დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა  2014-2016 წლებისათვის  რეგიონის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  გელა სვირავამ ისაუბრა სამოქმედო გეგმის მიზნებზე და ამოცანებზე. კერძოდ მან აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმის მიზანია: დაეხმაროს ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულებს რეგიონული განვითარების ფონდისათვის განკუთვნილი პროექტების პრიორიტეტიზაციაში; თავი მოუყაროს ცენტრალური ხელისუფლების არსებული განვითარების გეგმებს სინთეზირებულ, რეგიონული განვითარების გეგმაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა  ლევან წიწავამ ისაუბრა, პროექტის აღწერის ფორმის შევსების ინსტრუქციის შესახებ. დეტალურად განიხილა ოთხივე ფილტრი, რომელიც უნდა გაიაროს პროექტმა მათი საბოლოო შეფასებამდე.

შეხვედრაზე გელა სვირავამ წარადგინა მაღალ აკადემიურ და პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული ნაშრომი ,,სამეგრელო–ზემო სვანეთი“, რომლის მიზანია ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს რეგიონის შესახებ კომპლექსური და სისტემატიზებული მასალები. კერძოდ ნაშრომში გადმოცემულია: რეგიონის მოკლე დახასიათება; ბუნებრივი რესურსები; ეკონომიკური განვითარება; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; საზოგადოებრივი მომსახურებები და სოციალური განვითარება. ნაშრომის გამოიცა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო