ახალი ამბები
13 თებერვალს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
მიმდინარე წლის, 13 თებერვალს, 13 საათზე, სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე, 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
სხდომა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე მდებარე დარბაზში გაიმართება (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45)