ახალი ამბები
პრემიერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს
2019-02-03 20:14:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულიალექსანდრე მოწერელია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მუზეუმში უნიკალური ექსპონატები, მათ შორის ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები და უძველესი ხელნაწერები ინახება. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია.
სვანეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი 2016 წელს მსოფლიო მუზეუმების ათეულში შევიდა და მისი დამთვალიერებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.