ახალი ამბები
2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება

2019 წელს მესტიისა და უშგულის კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ, ვიცე პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა:
,,2019 წელს დაგეგმილია მესტიის ლაღამის უბანში კოშკების, მაჩუბებისა და გზის რეაბილიტაცია, ასევე უშგულის 4 სოფელში კოშკების რეაბილიტაცია. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ იქ გახსნან თავიანთი საოჯახო სასტუმროები და განავითარონ კერძო ბიზნესი. ასევე, დასრულების ფაზაშია უშგულის 4 თემის გენგეგმა. გვინდა არსებული კოშკების აღდგენა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე იქ მოსაგვარებელია წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემა, ასევე, ინტერნეტიზაცია. ეს აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ასევე ბიზნესის განვითარებისთვის“- განაცხადა შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილმა.