ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებული ფოთში კუნძულის და კოლიმბარის უბნების განვითარების საპროექტო წინადადებებს გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერის პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად, არქიტექტორებს შეხვდა და კუნძულის უბნის საპროექტო წინადადებები განიხილა. ალექსანდრე მოწერელია დეტალურად გაეცნო არქიტექტორების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს და სხვადსხვა პროექტთან დაკავშირებით, მისი მოსაზრებები გააცნო.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე დაგეგმილია საფეხმავლო, საავტომობილო გზებისა და ველობილიკის მოწყობა, ბულვარის, კაფეების, სათამაშო მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მშენებლობა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კოლიმბარის ტერიტორიის განვითარების საკითხეები.