სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში არსებულ ვითარებს გაეცნო

2019-01-25 09:58:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია თავად მიიღო და დახმარებას დაჰპირდა. 

ხურჩაში მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა - სოფლის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დარბაზის რეაბილიტაციას,  ასევე შიდა გზებსა  და შარტავას ქუჩაზე ხიდ-ბოგირის მოწყობას. მოსახლეობამ შეხვედრაზე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც დაასახელა, რომელის მოგვარებაც ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება.

სოფლის კრების დასრულების შემდეგ ალექსანდრე მოწერელია,  საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები, უხუცესების არველოდ ნაჭყებიას და ვალერიან თორიას ოჯახებში იმყოფებოდა, სადაც  სახელმწიფო რწმუნებულმა  სოფელში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.  

ხურჩაში დასახლების საერთო კრებას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ესწრებოდნენ. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
456
7
8910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო