ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებს შეხვდა. მან ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებისგან პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრაზე, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას, მისი ხსოვნის მემორიალური სახლ-მუზეუმის მოწყობის ინიციატივა გააცნო. ,,სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი თანხმობა. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, რასაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. სწორედ ეს იდეა, გვხდის საზოგადოების წევრებს თანაზიარს სახელმწიფოს მშენებლობისა“ - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და კობა ქანთარია დაესწრნენ.