ახალი ამბები
ნინო ვიბლიანი და კობა ქანთარია დასახლების საერთო კრებებს დაეწრნენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიცპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები იმართება.
კრებებს სენაკსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ.
დღეს, დასახლების საერთო კრება სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, სადაც გადაწყდა თუ რა საჭიროებებს მოხმარდება კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. სენაკში საერთო კრებებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელებში ჩხოუშის, ოდიშისა და უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრებს, სახელმწიფო რწმუნებულის კიდევ ერთი მოადგილე კობა ქანთარია დაესწრო.
დასახლების საერთო კრებებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთო კრებები ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.