ახალი ამბები
ზუდიდში საქველმოქმედო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებას - „ქველმოქმედება ბედნიერებაა“ გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ალექსანდრე მოწერელიამ საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა. ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონცერტი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატის - მერაბ ქვარაიას ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზუგდიდის განვითარების ფონდი „ერთსულოვნების“ ორგანიზებით ჩატარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის საქველმოქმედო საშობაო ნობათი, კონცერტის შედეგად შემოსული თანხა და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.


