ახალი ამბები
პრეზიდენტი სოფელ რუხის საგუშაგოზე იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში - ალექსანდრე მოწერელიასთან და მის მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხის საგუშაგოზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.