სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

2018-12-25 13:21:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა 2018 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პროექტების ფონდიდან რეგიონში განხორციელებული პროექტები და 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და მოადგილეები -კობა ქანთარია და ნინო ვიბლიანი, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

მხარეები, რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფისა და დარგობრივი ქვეჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ.

საბჭოს წევრებმა აღნიშნულ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. კორექტირებული სამოქმედო გეგმა, შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526
27
28  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო