ახალი ამბები
25 დეკემბერს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

მიმდინარე წლის, 25 დეკემბერსს 12:00 საათზე სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის დაქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45); სხდომის დაწყების დრო 12:00 სთ).