სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით შავლიაშვილმა ზუგდიდში აღდგენილი ხუბულავას ქუჩა მოინახულა

2014-11-12 20:36:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. 2 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მოინახულა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ხუბულავას ქუჩა ზუგდიდში ყველაზე დიდი- 2 კილომეტრიანი ქუჩაა. ქუჩაზე გზის საფართან ერთად, გაკეთდა სანიაღვრე სისტემები. ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ზუგდიდის მოსახლეობას ხუბულავას ქუჩით გადაადგილება პრობლემას წლების განმავლობაში უქმნიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობენ.

აღნიშნული გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ანაკლიასთან, განმუხურთან და კიდევ 5 სოფელთან აკავშირებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო