სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია მეთხილეობის განვითარების ფორუმს დაესწრო

2018-10-10 11:41:00

სამეგრელოს გუბერნატორმა საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გახსნა, რომელიც კომპანია ,,კარტლისის" ორგანიზებით გაიმართა. ფორუმს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ. 
,,აუცილებელია, შეიქმნას კოოპერატივები, სადაც თხილისა და სხვა კულტურის მეურნეები გაერთიანდებიან. ჩვენ რეგიონში, როდესაც სასურველ შედეგს დავდებთ მავნებლებთან ბრძოლისა, უნდა ვიზრუნოთ, რომ თითოეულ მოსახლეს პირდაპირი ურთიერთობა ქონდეს თხილის ექსპორტიორებთან, რათა გაწეული შრომის რეალური საფასური მივიღოთ,“ - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.
ფორუმზე თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. აუდიტორიაში მყოფმა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა წამლობის შედეგებზეც ისაუბრეს, სადაც ამ კულტურის მოვლის კუთხით მოქალაქეების დაბალი აქტივობა გამოიკვეთა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციებით ხელმძღვანელობდნენ, რაც მათ მოსავალზეც დადებითად აისახა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627
28
  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო