სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდელი მედიკოსებისთვის ონკოპრევენციის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

2014-11-07 20:29:00

„კარიტასი-ჩეხეთის რესპუბლიკისა“ და კავშირი „ონკოპრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით „ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ საკონფერენციო დარბაზში სოფლის ამბულატორიის მედიკოსებისთვის სემინარი მიმდინარეობს. პროექტი, „სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სემინარი ოთხი მოდულისგან შედგება. პირველი მოდული ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა. 7 ნოემბრიდან კი პროექტის მეორე მოდული გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ატაშე ალბერტ სიდო და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ. სემინარს ზუგდიდელი მედიკოსებისთვის ონკოლოგიის სფეროში წამყვანი ექსპერტები, ლუბომირ სკოპალისა (ჩეხეთი), პროფესორები რემა ღვამიჩავა და იოსებ აბესაძე უძღვებიან.
ორგანიზაცია „კარიტასი-ჩეხეთის რესპუბლიკა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ონკოპრევენციის ცენტრი“ და „თანადგომა“, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის საკითხებზე საქართველოში პროექტებს 2010 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე პროექტი „სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში“ მიზნად ისახავს სოფლის ამბულატორიების მედპერსონალის ცოდნის ამაღლებას ონკოლოგიის სფეროში და ასევე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და ადრეულ დიაგნოსტიკაში. სემინარის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის 35 ექიმი და 35 ექთანი გადამზადდება. ქართველი და ჩეხი ტრენერები ისაუბრებენ სხვადასხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და რეაბილიტაციის საკითხებზე, ასევე ონკოლოგიური პაციენტების პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე. პროექტი მოიცავს ასევე საგანმანათლებლო კამპანიას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ ახორციელებს. საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში 20 სოფლის მოსახლეობასთან გაიმართება შეხვედრები, სადაც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენისა და ექიმთან მიმართვის აუცილებლობაზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო