ახალი ამბები
ხვალ განმუხურში მუსიკოს დათო ევგენიძის კონცეტი გაიმართება
2018-08-03 12:08:00

ხვალ, 4 აგვისტოს, 20 საათზე განმუხურის ამფითეატრში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი, მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება.
პროექტს Check in Georgia ახორციელებს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიების თანაორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერიაა.
დათო ევგენიძის საღამოს სპონსორები ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და გალფი არიან.