სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხელისუფლება ვეტერანების რესოციალიზაციაზე მუშაობს

2014-11-02 20:38:00

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორი, ლევან შონია რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს ზუგდიდში შეხვდნენ. მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრის, „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზში 1 ნოემბერს გამართული შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლი შიხიაშვილმა, ვეტერანების წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები პირადად მოისმინა და მთავარ პრიორიტეტად მათი რესოციალიზაცია დაასახელა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე ვეტერანთა მიმართ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე, სოციალური პაკეტების შეთავაზებასა და მათ დასაქმებაზე ისაუბრა. შიხიაშვილის განცხადებით ვეტერანები ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დოვლათის შემქმნელებად უნდა იქცნენ.
დარბაზში შეკრებილ ვეტერანებს რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამაც მიმართა და მნიშვნელოვან მოვლენად სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების კონსოლიდაცია დაასახელა. „ამ ფორმატის შეხვედრა პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, თითოეული ვეტერანისა და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რადგან, ამ ადამიანებმა სამშობლოს ერთიანობისათვის სხვადასხვა დროს სასწორზე დადეს საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.“-განაცხადა ლევან შონიამ.
ვეტერანი დავით გულუა სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად აფასებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება 20 წლის შემდეგ, ასეთი მასშტაბებით, ვეტერანების მდგომარეობით პირველად დაინტერესდა. „ჩვენ ვისაუბრეთ არა მხოლოდ იმაზე, როგორ ვიყოთ ჩვენ უკეთ, არამედ იმაზე, როგორ კარგად უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა წავიდეს წინ ჩვენი სამშობლო და როგორ ვემსახუროთ ჩვენ მას.“ -განაცხადა დავით გულუამ.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო