სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხელისუფლებამ რეგიონის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო

2014-10-24 18:02:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის მონაწილეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში რეგიონის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიის წარდგენა გაიმართა. შეხვედრაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და განისაზღვრა მათი შემადგენლობა.

სამუშაო ჯგუფები დაიყო შემდეგ კატეგორიებად: ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, ბიზნესი სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სპორტი, გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. ჯგუფებში ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, ნუგზარ გაბელიას განცხადებით „რეგიონის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან იგი მომავალი სამი წლის განმავლობაში დასაფინანსებელი პროექტების თანმიმდევრობას განსაზღვრავს. შექმნილი ჯგუფები მუშაობას დეკემბრის ბოლოს დაასრულებენ. ამ დროისათვის შერჩეული იქნება ის პროექტები, რომელიც ხელისუფლებას დასაფინანსებად წარედგინება.“

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო