ახალი ამბები
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
2018-07-16 13:56:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაზე.
მწუხარებას გამოვთქვამთ ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ ახლობლებს.