ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ახალი საავტომობილო გზა შენდება
2018-07-13 18:21:00

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად:
3 770 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი;
მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, მილხიდები და რკინის ცხაურები;
მუშაობს 3 ერთეული მძიმე ტექნიკა;
დასაქმებულია 15 ადამიანი.
საავტომობილო გზის მშენებლობა, მაისში დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
პეოექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება
პოექტის ღირებულება 1 მილიონ 86 ათასი ლარია.