ახალი ამბები
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
2018-07-07 13:15:00

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში 20-ზე მეტი მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს ნაპირების გამაგრებითი სამუშაოები.
ელექტრო ენერგიის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ „ენერგო-პრო ჯორგიას“ თანამშრომლები, ჭუბერის ნაწილისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება სტიქიის ღამესვე მოხდა, ნაწილისთვის კი დღეს მოხდება.
მიმდინარე პროცესს ადგილზე ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.