ახალი ამბები
''გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში, ფერების ფესტივალი გაიმართა

რუხის სავაჭრო ცენტრში ფერების ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების მხარდამჭერები სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, რუხის სავაჭრო ცენტრი, საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Check in Georgia და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები არიან.
ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
ფერების ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018", 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში რუხის სავაჭრო ცენტრში სხავადსხვა სახის კუტურული და სპორტული ღონიძიებები იმართება.