ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა
2018-06-27 14:42:00

ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც დღეს ზუგდიდში მოინახულა.
პრემიერმა მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.