ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ზუგდიდიში, დადიანების ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია.
მიმდინარე სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს.
დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა.
მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა დროულ რეაბილიტაციას.