სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავთან მიძღვნილი ღონისძიება

2014-05-09 17:49:00

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამ ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, წალენჯიხიდან ამ ომში გაწვეულიქნა 3288 მოქალაქე, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა 1369 მებრძოლი. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ლიის თემში არსებულ ობელისკთან და ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავთან იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია,აპარატის უფროსი მერაბ ხუნჯგურუა, პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს 9 მაისს დაღუპული გმირების ხსოვნას და მელიტონ ქანთარიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ,,მე მინდა ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და პატივი მივაგო გარდაცვლილების ხსოვნას. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ერთ-ერთი ქართველი გმირის- მელიტონ ქანთარიას საფლავთან, ეს ის ქართველია, რომელმაც ეგოროვთან ერთად გერმანიაში, რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა აღმართა და მსოფლიოს ფაშიზმზე გამარჯვება ამცნო. სამწუხაროდ ყოველწლიურად ომის ვეტერანები სულ უფრო ცოტანი რჩებიან, მათ რა თქმა უნდა ჩვენგან ჭირდება მოფერება და ყურადღება. ყველა ვეტერანმა პრემიერისგან მიიღო მისალოცი ბარათი, ამის გარდა თითოეულს ჩაერიცხა თავიანთ საპენსიო ბარათებზე მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ერთჯერადი ფულადი საჩუქარი - 400 ლარის ოდენობით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახებს 200 ლარის ოდენობით. ეს არის მცირედი რითაც ჩვენ გამოვხატეთ მათდმი პატივისცემა“- განაცხადა კობა ქანთარიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო