ახალი ამბები
15 მარტს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

15 მარტს სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომაზე 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.
შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში, 12 საათზე გაიმართება (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45, მე-3 სართული).
► იხილეთ დღის წესრიგი