სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგონში სამუშაო შეხვედრა გამართა

2018-03-09 15:00:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგონში, სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, „ათეა“-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი, ასოციაციის წარმომადგენლები და თვითმმართველობის ექსპერტი დავით ზარდიაშვილი შეხვდნენ. 

ნათია ღვინაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომლებსაც „ათეა“ მომავალში განახორციელებს, უფრო მიზნობრივი და მაქსიმალურად მორგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებობს.

შეხვედრაზე, მხარეებმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნული რეფორმის როგორც დაგეგმვის, ასევე მისი განხორციელების პროცესში ორგანიზაციის როლზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი მუშაობითა და მეტი კოორდინაციით შესაძლებელი გახდება თვითმმართველ ორგანოთა ხარისხის ამაღლება და ადგილებზე უფრო ეფექტიანი მმართველობის დამკვიდრება.

შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობების სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ანალოგიურ შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გამართავს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     
1
2
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო