სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი“ დაათვალიერა

2014-10-18 12:44:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს, „ანკა ფეა ტრეიდს" ეწვია.მთავრობის მეთაური საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.როგორც ირაკლი ღარიბაშვილს საწარმოში შეკრებილმა ფერმერებმა განუცხადეს, თხილზე წელს რეკორდულად მაღალი ფასი - 8,75 ლარი დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც გასულ წლებში ფასი 3 ლარს არ აღემატებოდა. "ეს არის სანიმუშო ქარხანა, სადაც წარმოჩენილია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და ასევე ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში. სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ხელშეწყობით კეთდება ის, რომ მსგავსი წარმატებული პროექტები თვალსაჩინოა. აღსანიშნავია, რომ ეს არის შვეიცარიული ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელდა",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ახალი საწარმო დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით. პროგრამის დახმარებით საწარმომ 600 000 დოლარის სესხი ახალი თხილის გადამამუშვებელი საწარმოს მშენებლობისთვის აიღო. შვეიცარიულმა კომპანიამ საკუთარი სახსრებით დამატებით 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, რომელიც 2014 წელს აშენდა, მუდმივად დასაქმებულია 20 ადამიანი, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზრდება. პრემიერ-მინისტრთან ერთად ახალ საწარმოში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იმყოფებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო