ახალი ამბები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, დავით კოდუასთან, და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის მოადგილესთან, გიორგი მირცხულავასთან ერთად დაათვალიერა.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. „დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე“.
პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.