სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

2018-02-15 17:16:00

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რომ საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან ახორციელებენ. პროექტი გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროსა და WWF-ის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის მნიშვნელობაზე დაინტერესებულ მხარეებთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით მარკოზაშვილმა ისაუბრა. შეხვერდა „წინასწარი შეფასება კოლხეთი ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მიზნით“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< March 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     
1
2
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო