ახალი ამბები
ჩხოროწყუში სოფელ ლესიჭინეში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ლესიჭინეში საავტომობილო ხიდი შენდება. ხიდის სიგრძე 176 მეტრი, ხოლო სიგანე 11 მეტრია.
► ამ ეტაპზე, სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი, პროექტის განხორციელების დასრულებამდე დასაქმებულთა რიცხვი 40 ადამიანამდე გაიზრდება.
► არსებული საავტომობილო ხიდი წლების განმავლობაში, ავარიულ მდგომარეობაში იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა მგზავრების გადაადგილებას.
► ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება არსებული ხიდის დემონტაჟი.
► საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ხიდი ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბრიდან შევა.
► მდინარე ოჩხომურზე, ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს 26–ე კმ–ზე, ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
► 2013 წლიდან დღემდე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, აშენდა - 4 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 საავტომობილო ხიდს.