ახალი ამბები
ფოთში საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი აშენდება

ფოთში,საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ,,COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia", რომელმაც 14 500 136 ლარად ხელშეკრულების დადებიდან 450 დღის ვადაში უნდა ჩააბაროს აღნიშნული კომპლექსები.
რაგბის სტადიონის მიმდებარედ საცურაო აუზის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
აღნიშნული პროექტი განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.